logo
ENG



ხაბეიშვილი: ისეთებს აცხადებდნენ, აი რესტორნებში შაბაშებს რომ აძლევენ, სუბარი და სხვა

20 ივლ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატებს 90-იანი წლების საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ადარებს და ამას სიაში ლევან კობიაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის არსებობით ხსნის. 

როგორც ხაბეიშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, სიაში არსებული ადამიანები მათზე დაკისრებულ მოვალეობას არ შეასრულებენ, რადგან ისინი მმართველი გუნდის ლიდერის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. 

"როცა დიქტორი კანდიდატებს აცხადებდა, მეგონა, რომ 90-იანი წლების საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდს კითხულობდა - კობიაშვილი, ყაველაშვილი. აი შაბაშებს, რომ აძლევენ რესტორნებში - სუბარი და ასეთი ხალხი. ეს ადამიანები ანგარიშვალდებულები არიან პირადად ბიძინა ივანიშვილთან და არანაირი საქმე არც ხალხთან არც იმ რაიონებთან რომლებშიც წარადგინეს", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატთა სია წარადგინა.


close დახურვა